„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ადამიანს ყველაფერი უნდა უყვარდეს თავის დროზე, რაც კარგია, ცხადია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რატომ ვიტყუებთ თავს? იმიტომ, რომ თავის მოტყუება ყველაფერზე ადვილია”.
* * *
„როცა ბავშვობისა და სიყმაწვილის ასაკში ჯერ კიდევ არ დგას ადამიანის წინაშე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, შეგნებულ არსებობას იგი თავისთავად ნაგულისხმევი უკვდავებით იწყებს”.
* * *
„ვისაც წარსულის ხსოვნა არა აქვს, მას არც მომავალი ექნება”.
* * *
„გაცდენილი წამი მხოლოდ შემდგომ დაფასდება განუზომელ ფასად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაც უნდა დაერიონ ერთმანეთს ოჯახის წევრები, მეზობელი რომ თავს დაესხმის, ყველა შეკავშირდება, პირადულს ივიწყებს და თავდამსხმელს უმკლავდება”.
* * *
„ვინც ამქვეყნიური კეთილდღეობისაკენ მიისწრაფვის, მათთვის გონიერება და მოსაზრებულობა დიდი ბედნიერებაა”.
* * *
„მკვდრების საყვედური ყველაზე საშინელი საყვედურია, რადგან მათგან ვერ ეღირსები ვერც შენდობას”.
* * *
„თუკი შენ ვისმეს უმტრე და ავნე, უნდა უფრთხილდე შურისძიებას, თორემ უთუოდ დაიღუპები”.
* * *
„უნდა ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც გვმართებს”. – (ავტორი გენია.ჯი)