ჰაინრიხ ჰაინე – „სად დაისვენებს დაღლილი მგზავრი”

სად დაისვენებს დაღლილი მგზავრი,

განსასვენებელს სად ჰპოვებს ბინას,

სამხრეთში, სადაც სიცხე დგას მძლავრი,

თუ ჩრდილოეთში რაინის პირას?

* * *

ვინ იცის, იქნებ სადმე უდაბნოს

უცხო მოზარემ დამმარხოს ვიშით,

ან მოვისვენო ადგილს უდაბურს

გადაფარულმა ზღვის ლურჯი ქვიშით.

* * *

რა უშავს! იქაც ზეცის ნათელი

შემომეხვევა გაშლილ მკლავებით,

ჩემს თავზე, როგორც ცხედრის სანთლები

იციმციმებენ ცის ვარსკვლავები.

კომენტარის დატოვება