რაინერ მარია რილკე – „ეპიზოდი”
ლიტერატურისა და ხელოვნების მკვლევარები ყოველთვის ხაზს უსვამენ ჩეხური წარმომავლობის მქონე გერმანულენოვანი პოეტის – რაინერ მარია რილკეს (1875-1926 წლები) შესანიშნავი პოეზიის განსაკუთრებულ სიახლოვეს სახვით ხელოვნებასთან. (ავტორი გენია.ჯი) ისინი მუდამ აღნიშნავენ, რომ ძნელად მოიძებნება სხვა პოეტი, რომლის შემოქმედება ისე იყოს დაკავშირებული სახვით ხელოვნებასთან, როგორც რილკესი. მის კუმირ ხელოვანს იმთავითვე გენიალური ფრანგი მოქანდაკე – ოგიუსტ როდენი წარმოადგენდა. რილკეს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა ფიქრი იმაზე, თუ როგორ, რა გზით გაეცნო პირადად იგი. ამიტომაც გადაწყვიტა რაინერმა როდენის მონოგრაფიის დაწერა. შესაბამისად, მან დიდებული საშუალება გამოძებნა ოგიუსტის გასაცნობად. მას დიდხანს აწუხებდა პასუხი კითხვაზე, რას ნიშნავს ხელოვნება, და, საერთოდ, როგორ უნდა იცხოვროს ხელოვანმა.
ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, როდენი, რომელსაც ცხოვრებისა და შემოქმედების დიდი გზა ჰქონდა გავლილი, რილკესათვის სწორედ რომ ის ადამიანი იყო, ვინც მართებულ პასუხს გასცემდა დასმულ შეკითხვას.
„ – მე მარტო მონოგრაფიის დასწერად კი არ მოვედი თქვენთან, – მიმართა როდენს მასთან სტუმრად მყოფმა რილკემ ერთხელ, – არამედ იმის საკითხავადაც, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა?
- მუშაობით”. – აი, ასეთი ლაკონური პასუხი გასცა დიდმა ფრანგმა მოქანდაკემ დიდ ჩეხ პოეტს, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეძიებდა სათანადო პასუხს დასმულ შეკითხვაზე. – (ავტორი გენია.ჯი)
ოგიუსტ როდენი