თედორე ტიუტჩევი – „ეპიზოდი”
რუსი ლირიკოსისა და პოეტი-მოაზროვნის – თედორე ტიუტჩევის (1803-1883 წლები) შემოქმედებას, ბევრი მისი თანამედროვე არ აღიარებდა. შესაბამისად, მისი ავტორიტეტი, როგორც „კარგი პოეტისა”, არც თუ ისე მაღალი იყო საზოგადოებაში. (ავტორი გენია.ჯი) სამაგიეროდ, ტიუტჩევის პოეზია სათანადო დონეზე იქნა დაფასებული რუსული ლიტერატურის ისეთი ტიტანების მიერ, როგორებიც იყვნენ – ივანე ტურგენევი, თედორე დოსტოევსკი, სტანისლავ ფეტი და ლევ ტოლსტოი. ამ უკანასკნელმა თედორეს შესახებ ასეთი რამაც კი თქვა – „მის გარეშე შეუძლებელია ცხოვრებაო”.
ერთ დღეს, გაბრაზებულმა პოეტმა მის მიერ დაწერილი ახალი პოეტური ქმნილება ცეცხლს მისცა. თავისი ლიტერატურული ნაწარმოები სხვა ლიტერატორებისაგან განსხვავებით, მას სპეციალურად არ გაუნადგურებია. ასეთი ქმედება პოეტმა აფექტის მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა. მოგვიანებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ, თავმდაბლობით გამორჩეული ტიუტჩევი ამბობდა – „ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დაწვა – ნამდვილი ტრაგედია იყო კაცობრიობისათვის, და აქ ჩემი პოეტური ქმნილების დაწვა-განადგურება რა მოსატანიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)