რიჩარდ I ლომგული – „ეპიზოდი”
ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა ახლო აღმოსავლეთში მაცხოვრებელ ხალხებს უამრავი უბედურება დაატეხა თავს. ქრისტიანმა ჯვაროსნებმა თავიანთი სისასტიკით მრავლისმნახველი ისტორიული რეგიონიც კი გააოგნეს. (ავტორი გენია.ჯი) ისინი არ ერიდებოდნენ არაფერს. მათ შორის არც მკვლელობებს, არც ძარცვა-გლეჯასა და არც ქალებზე ძალადობას. ის კი არა და, სირიაში არსებულ ქალაქ მაარათ-ელ-ნუუმანში გაბატონებული უკიდურესი შიმშილობის ჟამს, კანიბალიზმითაც კი დაკავდნენ.
ჯვაროსანთა უღირსი წარმომადგენლები განსაკუთრებული მონდომებით ძარცვავდნენ ყველას და ყველაფერს, სადაც კი ფეხს დადგამდნენ. ოქროსა და სხვა განძეულობის ხელში ჩაგდების მიზნით აწყობდნენ ნამდვილ ეკზეკუციებს მოსახლეობაში. იცოდნენ რა, უკიდეგანო ხარბი ბუნება ჯვაროსნებისა ადგილობრივებმა, ისინი თავიანთ ავლა-დიდებას დიდი რუდუნებით მალავდნენ. თავის მხრივ, ეს ფაქტი ცნობილი იყო ჯვაროსანთათვისაც, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ექვემდებარებოდა სასტიკად დასჯას.
ერთ-ერთი იმათგანი, ვინაც განსაკუთრებული სისასტიკით გაითქვა ჯვაროსანთაგან თავი, მითოლოგიურ სამოსელში გახვეული ინგლისის ლეგენდად ქცეული მეფე – რიჩარდ I ლომგული (1157-1199 წლები) იყო. მისთვის როგორც ჩანს, ჰუმანიზმი უცხო ხილს წარმოადგენდა. ალბათ ამიტომაც მიმართავდა ეგზომ სასტიკ მეთოდებს ტყვეთა მიმართ. ასე მაგალითად: რიჩარდის პირადი ბრძანებით, მის დაქვემდებარებაში მყიფი ჯალათები მუსლიმ ტყვეებს ჯერ მუცელზე ფატრავდნენ, შემდგომ კი უბედურ მსხვერპლთ კუჭებსაც უხსნიდნენ, რათა ჯეროვნად შეემოწმებინათ და სრულად დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომელიმე მათგანს ძვირფასეულობა გადამალვის მიზნით გადაყლაპული ხომ არ ჰქონდა. – (ავტორი გენია.ჯი)