„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ბუნდოვანი მეტყველება ჭეშმარიტ აზროვნებას არ გამორიცხავს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქალის ბუნების გამოცნობა ათასი ახალი ჯიშის ნერგის გამოყვანაზე უფრო ძნელია”.
* * *
„კაცს იმას ეძახიან ჭკვიანს, ვისაც მოვლენების ანალიზი შეუძლია”.
* * *
„არიან ადამიანები, რომელთაც მხოლოდ თავიანთი ცხოვრება მიაჩნიათ ცხოვრებად”.
* * *
„ადამიანთა უდიდესი ნაწილი, თუ ყველა არა, ცოდვილთა ბანაკს ვეკუთვნით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არსებობას გამართლება უნდა, სხვაგვარად სიცოცხლეს არ ჰქვია სიცოცხლე”.
* * *
„ჩვენ ერთ ტაფაში ვიწვით, ზოგი ტაფის შუაში, ზოგიც კიდეში, განსხვავება ესაა მხოლოდ”.
* * *
„გაჭირვების გაძლებაა ვაჟკაცობა, თუ არა, ლხინში გლახაკიც მამაცია”.
* * *
„ომი შიმშილისა და გაჭირვების დედაა”.
* * *
„ჭეშმარიტება ყველა დამცველზე მაღლა დგას”. – (ავტორი გენია.ჯი)