უილიამ I დამყრობელი – „ეპიზოდი”
„უილიამ ნაბიჭვრად” წოდებული ინგლისის პირველი ნორმანი მეფე – უილიამ I დამყრობელი (1027-1087 წლები) სამოცი წლის ასაკში იმდენად გასუქებულა, რომ მისი ზურგით ტარება ცხენსაც კი ძალიან უჭირდა. (ავტორი გენია.ჯი) საქმე იქამდეც მივიდა, რომ ამ ბრძოლის მოყვარულ მონარქს ზედმეტი წონის გამოისობით ფიზიკური ტრამვა ჰქონდა მინაღები. სხეულის დიდი მასა უილიამს დიდ დისკომფორტს უქმნიდა, რის გამოც გადაწყვიტა, რომ ერთგვარი დიეტა დაეცვა. თუმცა-კი მეტად უცნაური სახის დიეტა: ინგლისის მეფემ ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო: მან ოჯახის წევრებსა და ქვეშევრდომებს განუცხადა, რომ „ალკოჰოლურ დიეტაზე” უნდა დამჯდარიყო. ამის შემდგომ ასაკში შესული უილიამი ძირითადად საწოლს მიეჯაჭვა და თანაც მასიურად დაიწყო ალკოჰოლური სასმელის მოხმარება. მეფე სვავდა მხოლოდ ღვინოს, რამაც შედეგი სწრაფად კი გამოიღო (იგი საგრძნობლად დასუსტდა), მაგრამ დიეტის დაწყებიდან სულ რაღაც ერთიოდე წელიწადში მან სულიც განუტევა. არა, აქ ალკოჰოლი არაფერ შუაშია, რადგან უილიამი ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად მიღებულ მძიმე ტრამვას ემსხვერპლა. – (ავტორი გენია.ჯი)