Genia.Ge – უძღვნის ქართველ ექიმებს!
„ყველა პროფესიაში არის მოლიპული ადგილები. აი, თუნდაც ჩვენი პროფესია ავიღოთ, ექიმების… თქვენ გგონიათ ჩვენს საქმეში ყველაფერი ისე ნათელია, როგორც წიგნებშია აღწერილი? ჩვენ ხომ გარდა ქირურგიისა, დარწმუნებით არა ვიცით რა. ჩვენ ვიგონებთ ახალ წამლებს, ახალ სისტემებს, მაგრამ სრულებით გვავიწყდება ის, რომ ათასი ორგანიზმიდან ორს არა აქვს ერთნაირი სისხლის შემადგენლობა, გულის მუშაობა, მემკვიდრეობითი პირობები და ეშმაკმა უწყის კიდევ რა! ჩვენ ავცდით ერთადერთ სწორ თერაპიულ გზას – პირუტყვებისა და ექიმბაშების მედიცინას, ჩვენ ფარმაკოპეა წავლეკეთ სხვადასხვა კოკაინებით, ათროპინებით, ფენაცეტინებით. ის კი მხედველობიდან გამოგვრჩა, რომ თუ უბრალო ადამიანს სუფთა წყალს მივცემთ და დავარწმუნებთ, რომ ეს ძლიერი წამალია, ადამიანი უსათუოდ გამოკეთდება. იცოდეთ, რომ ჩვენს პრაქტიკაში ასიდან ოთხმოცდაათ შემთხვევაში შველის მხოლოდ ეს რწმენა, რომელსაც ექიმები პროფესიონალი ქურუმის სითამამით ვუნერგავთ ყველას. დაიჯერებთ? ერთმა კარგმა ექიმმა, ჭკვიანმა და პატიოსანმა ადამიანმა, გულახდილად მითხრა, რომ მონადირეები გაცილებით გონივრულად წამლობენ თავის ძაღლებს, ვიდრე ექიმები ადამიანებს. მათ ერთი საშუალება აქვთ – გოგირდის ფერი, – რაიმე განსაკუთრებულ ზიანს ეს გოგირდის ფერი არ აყენებს, ზოგჯერ კი მაინც შველის… საუცხოო სურათია, არა. მაგრამ ჩვენ მაინც ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია… სხვაგვარად, ექიმები, მარტო ჩვენი, ყოვლის მცოდნე ავგური ქურუმების შესახედაობით, ზოგჯერ თუ მაინც ვუმსუბუქებთ მოყვასს ტანჯვას, ესეც კარგია”. – (ავტორი გენია.ჯი)