აკაკი წერეთელი – „ვაი-პატრიოტი”

როდესაც ჩემს წინ სუფრაზე

ცხელი შუშხუნა მწვადია,

მაშინ მე სამშობლოსათვის

ყოველი კარგი მწადია.

როცა გადავკრავ ნუნუას,

თას-ყანწით, გინდა კულითა,

მაშინ მეც ზეცას ვავედრებ

ამ ჩემს სამშობლოს გულითა.

* * *

თუ გსურთ, რომ დავრჩე ქართველად,

ვიხდიდე მშობლურ ვალებსა,

ნუ გამომილევთ ღვინოსა,

ცხელ მწვადს და ლამაზ ქალებსა.

კომენტარის დატოვება