ოტია იოსელიანი წერდა…
„ადამიანებს ჩვენამდეც აწუხებდათ სულის საკითხი, რა იქნებოდა საიქიოს და ეძებდნენ რწმენას, რომელიც სიცოცხლის შემდეგ გამოადგებოდათ. უიმისოდ სააქაოც უაზრო ეგონათ, რაკი აქაური ყოფა იქ მისასვლელ გზად მიაჩნდათ. შეუძლებელი იყო სიცოცხლე, თუ არ ეცოდინებოდათ, რანი იქნებოდნენ, როცა აღარ იქნებოდნენ.
ჩვენ კი იმიერზე ვფიქრობთ, როგორც წარსულზე – რა ვიყავით და, ამდენად, ვერ ვახერხებთ იმის ცოდნას, რას წარმოვადგენთ, ვინა ვართ, რა გვწამს, რა გვჯერა, ეშმაკს ვემსახურებით თუ ღმერთს, რადგან სააქაო – თვალით ხილული და ხელშესახები ვერ მოგვიგვარებია. ვერ გაგვიგია ვინა ვართ, ამდენად, იმიერზე ფიქრი და ზრუნვა შეუძლებელია. ვისაც არ უცხოვრია სიკვდილს იმასთან რა ხელი აქვს. ვისაც სული არ გააჩნია, დაუბადებელი ბავშვივით, როგორ აღზარდოს და მის მომავალზე როგორ იზრუნოს?”