„დამაკვირდი”
„თავის დიდ შვილებს, ერის დიდ ადამიანებს, მშობელი ქვეყანა დიდ ტვირთსაც აჰკიდებს ხოლმე ზურგზე და ბევრსაც სთხოვს… ეს ბუნებრივია”. - ირაკლი აბაშიძე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ადამიანი ქვეყნის ღერძია.
- კი მაგრამ, – გვეტყვიან, – ნაკლი, მანკიერებანი?
- ყველას, ჩვენ, ადამიანის სიყვარული გვშია, ხოლო შიმშილის დროს ცუდად გამომცხვარი პურიც კი ტკბილად აპურებს”. – მაქსიმ გორკი
* * *
„მოგონება მკვდარი სიტყვაა, ხელოვნური ყვავილების გვირგვინია”. – ირაკლი აბაშიძე
* * *
„ჩვენ ძველი დაგვრჩა მაინც სინდისი”. – ტიციან ტაბიძე
* * *
„დიდ საქმეთა კეთებას დიდი დროც სჭირდება”. – ირაკლი აბაშიძე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოვსულვარ ქვეყნად – ვიყო კეთილი”. – შალვა აფხაიძე
* * *
„ადამიანები მათი საქმეების გარეშე არც გაგახსენდება. ადამიანები საქმეებია და საქმეები ადამიანები. რაც დიდია მათი საქმეები, ეს ადამიანებიც ისევე დიდები არიან, ან პირუკუ”. – ირაკლი აბაშიძე
* * *
„საშიშია ერთმანეთზე ბევრის ცოდნა”. – ირაკლი აბაშიძე
* * *
„არაა საჭირო უკითხო ხალხს მორალი და ჭკუა ასწავლო, საჭიროა თვითონ შენ იცხოვრო ისე, რომ მათთვის მაგალითი იყო”. – ირაკლი აბაშიძე
* * *
„თქვენ რომ თვალი გადაავლოთ მეზობლების ურთიერთობას მთელს დედამიწაზე – არ შეგიძლიათ არ დაადასტუროთ, რომ ქართველები არიან ერთ-ერთი საუკეთესო, როგორც მეზობლები”. – ოვანეს თუმანიანი – (ავტორი გენია.ჯი)