აგათოკლე – „ეპიზოდი”
ცნობილ ძველ ბერძენ ისტორიულ პერსონას, სირაკუზელ ტირანს - აგათოკლეს (ძვ.წ.აღ-ით 361-289 წლები), იმთავითვე უამრავი მტერი ჰყავდა, და თანაც ისეთი მტრები, რომლებიც ყოველთვის მზად იყვნენ გამოეყენებინათ შანსი და – მოეკლათ იგი (ავტორი გენია.ჯი) კართაგენთან მეომარ მამაც მხედართმთავარს ერთი ჩვეულება ახასიათებდა: იგი ყოველი სადილობის შემდეგ მოიხმარდა კბილის საწმენდ ჩხირებს. და ვაი რომ, სწორედ მისმა ჩვეულებამ მისცა უნიკალური შანსი მის მტრებს, განზრახულის სისრულეში მოყვანისა. ეს მოხდა ძვ.წ.აღ-ით 289 წელს. ერთ-ერთი სადილობის შემდეგ აგათოკლემ ჩვეულებისამებრ მოითხოვა ბატის ფრთისაგან დამზადებული კბილის საჩიჩქნი ჩხირი, რომელიც მანამდე სპეციალური შხამით ჰქონდა დამუშავებული მის მოღალატე ქვეშევროდმს, სახელად – მენონს. ტირანი, ისე რომ, არაფერი უეჭვია, ენერგიულად შეუდგა „საქმეს”.
პირველი გამოვლინება მოწამვლისა მაშინ გაჩნდა სახეზე, როდესაც აგათოკლეს გამუდმებით დაეწყო კბილებზე საშინელი ტკივილები. დაჩირქებული კბილების ტკივილების ძალა სირაკუზელ ტირანს დღითი დღე უძლიერდებოდა. მალე მას კბილებსა და ნუნუებზე განგრენა დაეწყო. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, სიკვდილის სარეცელზე მყოფი აგათოკლე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც გარდაცვლილთათვის განკუთვნილ კოცონზე დაწვეს. ასე სირაკუზელ ტირანს იმიტომ მოექცნენ, რომ იგი კბილების განგრენისაგან გამოწვეული უსაშინლესი ტანჯვისაგან ნაადრევად ეხსნათ. ამბობენ იმასაც, რომ იმ დროს აგათოკლე ისეთ უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, პირსაც კი ვერ აღებდა და ისე დაწვეს ჯერ კიდევ ცოცხალი კაცი კოცონზე, რომ ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოახერხაო. – (ავტორი გენია.ჯი)