ჩუქჩების ერთი ადათი

ჩუკოტკის ნახევარკუნძულის მკვიდრი მოსახლეები – ჩუქჩები, მიუხედავად უდიდესი ბუნებრივი რესურსებისა, მაინც ღარიბი ხალხია. (ავტორი გენია.ჯი) მათში იშვიათად შეხვდებით მდიდარს. და, რადგანაც იარანგაში (ჩუქჩების ტრადიციული გადასატანი საცხოვრებელი სახლი) ღონიერი მამაკაცია საჭირო, რომელიც საოჯახო საქმიანობას სათანადოდ წარუძღვება, მდიდარი ჩუქჩა აცხადებს ერთგვარ კონკურსს, სახელწოდებით – „ვის უნდა ჩემი ქალიშვილის შერთვა?”

მდიდარ მემკვიდრეობას მოწყურებული ღარიბი სასიძოები კონკურსის გამოცხადებისთანავე მიდიან და სახლდებიან სასიმამროს აირაგანში. ამ დროს თითოეული მათგანი ცდილობს, დაუმტკიცოს მას, რომ ის ღირსეული სასიძო-კაცია. სწორედ ის არის კაცი, ვინაც განაგრძობს მის გვარს და ქონებას მოუფრთხილდება… არის იშვიათი შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სასიძოს ერთად უხდებათ საცოლის მოპოვება.

ვინც ყველაზე მარჯვე და კარგი გამოდგება, მდიდარი კაცის ნამდვილი სიძეც ის ხდება. ნიშანდობლივია, რომ პოტენციური საცოლის გვერდით მთელი ამ ხნის (სამი წლის) განმავლობაში წევს სასიძო. თუკი იგი აღნიშნულ ვადაში შესძლებს ქალის გულის მოგებას და მას დაეუფლება, ავტომატურად ხდება მისი ქმარი. რადგან ჩუკოტკურ ენაზე სიტყვა „ქორწინება” და „ქალის დაუფლება” ერთი და იგივეა, ვინც დაეუფლება ქალს, ქმარიც ისაა. – (ავტორი გენია.ჯი)

იარანგა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>