ოტია იოსელიანი წერდა…
„ჩვენ კი ვიწამეთ ღმერთი, მაგრამ ვლოცულობთ როგორც თვალთმქაცნი, რომ ხალხს ვაჩვენოთ… იესო კი გვაფრთხილებს: „ამინ გეტყუი თქუენ, მიუღებიეს სასყიდელი მათი”. ამ წუთში ვითხოვთ საზღაურს და ჩვენთვის, ჩვენი ქვეყანა- ღმერთისთვის კარჩაკეტილი კი არ ვენუკვით, სიცოცხლეშივე, სანამ ჯერ კიდევ არ ვიცით ჩვენი დარგული ხეკეთილი რა ნაყოფს გამოიღებს, ძეგლის დადგმას მოვითხოვთ. ვერ მოვერიეთ შურს, ღვარძლს და ვერ შევძელით ჩვენი მტრის შეყვარება. ერთ ყბაში გამრტყმელისთვის მეორეს მიშვერის ღრმა სიბრძნეს ხომ ვერა და ვერ ვეზიარეთ. არადა, ამისთვის გვჭირდებოდა ქრისტე, თორემ მუშტის დამრტყმელს რომ თავში კეტი სთხლიშო, ამას ადამიანი ქვისხანაშიც ახერხებდა. იმ ცამეტი, სირიაში განსწავლული, ბერის სიბრძნეც წყალში ჩავყარეთ, უდაბნოებსა და უკაცრიელ ადგილებში რომ განტევდნენ და აღაშენეს და დაამშვენეს. როცა მკვდარი მიწა წალკოტად აქცია, შიო მღვიმელმა ცოცხლად თავი ჭაში ჩაიმარხა, სული თვითონ განუტევა, რაკი თავისი ადამიანური და ამქვეყნიური ვალი აღსრულებულად ჩათვალა”. – (ავტორი გენია.ჯი)