„დამაკვირდი”

„შვილს მრავალჯერ უნდა შეახსენო, მიზნის მისაღწევად უპატიოსნო გზით ნუ ივლიო”. – ალექსანდრე კიკნაძე - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არავის არა აქვს უფლება, თვითნებურად მოექცეს ადამიანის სიცოცხლეს”. – გი დე მოპასანი

* * *

„ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში გაზაფხული კაი გზირივით ჰყავს ჩასაფრებული ზამთარს”. – დავით ასკურავა

* * *

„საკუთარ წარსულს თუ მიაფურთხებ და დედას შეაგინებ, შვილი შენ შეგაფურთხებს და გინებით მოგთხრის”. – ოტია იოსელიანი

* * *

„მსმელი კაცის ნდობა სახიფათოა”. – ალექსანდრე კიკნაძე – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„იმაზე უარესი არაფერი არ არის, როცა ვერ ხედავ, საიდან გესვრიან”. – გრიგოლ ჩიქოვანი

* * *

„ბრიყვებმა რომ ის იცოდნენ, მათ აზრს არად აგდებენ, იქნებ ისინიც ნელ-ნელა მოჭკვიანებულიყვნენ”. – ალექსანდრე კიკნაძე

* * *

„კურთხეულია ის, ვინც მოინანია. ასეთ ბედნიერს ვერ შეეხება დამსჯელი ხელი ადამიანისა”. – რიუნოსკე აკუტაგავა

* * *

„იშვიათად თუ არის ბედნიერი ის კაცი, ვინც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს…” – ალექსანდრე კიკნაძე

* * *

„ფული იმიტომ არსებობს, რომ დაიხარჯოს”. – გი დე მოპასანი – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება