მანფრედ ფონ რიხტჰოფენი – „ეპიზოდი”
1918 წლის 21 აპრილს, საფრანგეთში, მდინარე სომას სანაპიროებზე მოკავშირეთა არმიის ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს „წითელ ბარონად” წოდებული პირველი მსოფლიო ომის საიკეთესო ასად აღიარებული გერმანელი სამხედრო-პილოტი – მანფრედ ფონ რიხტჰოფენი. (ავტორი გენია.ჯი) ოფიციალური მონაცემების თანახმად, საჰაერო ბრძოლების ჟამს, ამ გენიალურმა და მამაცმა პილოტმა მოწინააღმდეგის 80 თვითმფრინავი ჩამოაგდო. შესაბამისად, სავარაუდო იყო, რომ მის ცხედარს, რომელიც მისივე მტრების (მკვლელების) ხელში აღმოჩნდა, შურისძიების მიზნით – უდიერად მოექცეოდნენ. მოხდა-კი აბსოლუტურად საწინააღმდეგო რამ: მოკავშირეთა არმიის ჯარისკაცებმა სათანადო პატივი დასდეს მის ხსოვნას და იგი ქალაქ ამიენთან ახლოს სრული სამხედრო პატივით დაკრძალეს (მოგვიანებით მანფრედის ნეშტი სამშობლოში გადაასვენეს). მის საფლავზე კი „წითელი ბარონის” დაკრძალვის დღეს მეტად მრავლისმეტყველი წარწერის მქონე დიდი სამგლოვიარო გვირგვინიც განათავსეს: „ჩვენს გალანტურ და ღირსეულ მტერს!” – (ავტორი გენია.ჯი)
„წითელი ბარონის” ჩამოგდებული თვითმფრინავის ნამსხვრევები