ივანე IV მრისხანე – „ეპიზოდი”
„მრისხანედ” წოდებული გაერთიანებული რუსეთის პირველი მეფის – ივანე მეოთხეს (1530-1581 წლები) შესახებ უამრავი ტყუილ-მართალი ინფორმაციაა გავრცელებული. ძველი ისტორიული წყაროების დიდი ნაწილი მას სასტიკ, დესპოტ, უგულო მმართველად ახასიათებდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მოიპოვება ისეთი ადრეული ისტორიული წყაროებიც, რომლებიც ბევრად უფრო სხვა კუთხით წარმოგვიჩენენ მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი და უნიკალური ბიბლიოთეკის მფლობელ მონარქს (სამწუხაროდ, ეს ბიბლიოთეკა მისი სიკვდილის შემდგომ – უკვალოდ გაქრა). ასე მაგალითად: ერთ-ერთი ძველი ისტორიული წყარო ირწმუნება, რომ ივანე მრისხანე ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყოო. სხვა წყარო იმასაც კი ამტკიცებს, რომ ღვთისმოშიში ივანე ხატების წინ საათების განმავლობაში დაჩოქილი ლოცულობდა, რის გამოც მისი მუხლები საშინლად იყო გაუხეშებულიო. სხვები გადმოგვცემენ, ამიტომაც არ გამოუტანია პირადად მას თავისი ხანგრძლივი – 51 წლიანი მმართველობის ჟამს არც ერთი სასიკვდილო განაჩენიო. – (ავტორი გენია.ჯი)