ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”
ჯერ კიდევ ალბერტ აინშტაინის სიცოცხლეშივე იყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს სკოლაში სწავლის პერიოდში იგი ხშირად იღებდა ორიანებს მათემატიკაში. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი ინტერვიუს მიმდინარეობის დროს, პოპულარული ამერიკული ჟურნალის – „Time”-ს კორესპოდენტმა გენიალურ ფიზიკოსს ჰკითხა, მართალი იყო თუ არა ის მოარული ხმები, რომელიც მის ცუდ ნიშნებს უკავშირდებოდა მათემატიკაში. დასმულ შეკითხვაზე აინშტაინს გულწრფელი სიცილი აუტყდა. „მე არასოდეს დამიშვია შეცდომა მათემატიკაში. ხოლო დიფერენციალურ და ინტეგრალურ გამოთვლებს კი, სულ რაღაც თხუთმეტიოდე წლის ასაკში ჩავუყარე საფუძველი. სიყმაწვილეში ჩემი მათემატიკური გონებრივი შესაძლებლობები ბევრად აღემატებოდა სკოლის მათემატიკურ მოთხოვნებს, რამაც ნომერ პირველ მოსწავლედ მაქცია კლასში”. – ასეთი ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა დიდმა ფიზიკოსმა ჟურნალისტს დასმულ შეკითხვაზე, რითაც სრული ნათელი მოჰფინა მის შესახებ გავრცელებულ კიდევ ერთ მითს. – (ავტორი გენია.ჯი)