ჯეიმზ I სტიუარტი – „ეპიზოდი”
შოტლანდიის, ინგლისისა და ირლანდიის მეფე – ჯეიმზ I სტიუარტი (1566-1625 წლები), XVII საუკუნის სახელგანთქმულმა სამეფო კარის პოლიტიკოსმა – სერ ენტონი უელდონმა შემდეგი სახით წარმოგვიდგინა: „ყველაზე გონიერი სულელი მეფე ქრისტიანულ სამყაროში”. (ავტორი გენია.ჯი) ჩარლზის ბიოგრაფიის ავტორის ცნობით, მონარქი სხვა უჩვეულო თვისებებთან ერთად, ძალიან არაჰიგიენური თვისებებითაც გამოირჩეოდა. როგორც ირკვევა, ჩარლზს სრულფასოვნად თავის ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული აბაზანა. ბოროტი ენები იმასაც ირწმუნებოდნენ, სტიუარტს საერთოდ არ უბანავია ცხოვრებაშიო. ის კია დანამდვილებით ცნობილი, რომ ჯეიმზი ხელებს არასოდეს არ იბანდა. ერთადერთი ჰიგიენური საშუალება ხელების სუფთად შენარჩუნებისა მისთვის გახლდათ სველი სალფეთქის გამოყენებით თითის წვერების ფრთხილად გაწმენდა. ის კი არადა, ძველი ავტორები ამტკიცებენ, რომ სწორედ ეს გახლდათ ერთადერთი მეთოდი ჰიგიენის დაცვისა, რომელსაც მიმართავდა ბრიტანელი მონარქი თავისი ცხოვრების განმავლობაშიო. – (ავტორი გენია.ჯი)
სერ ენტონი უელდონი