იცით თუ არა, რომ?!
1. „ქართული დეკადენტური ახალგაზრდობის მონმარტი”. – ასე მოიხსენიებდნენ 1920-იან წლებში „ცისფერყანწელთა” მშობლიურ ქალაქს, საქართველოს განუმეორებელ ქალაქ – ქუთაისს – ინტელექტუალთა წრეებში. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „გული მტკიოდა და ვწერდი. ეს იყო და ესაო”. – ასე ამბობდა ხოლმე თავისი შემოქმედების შესახებ გენიალური ქართველი მწერალი – დავით კლდიაშვილი.
* * *
3. ისტორიის ადრეულ ეტაპზე, რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც – წისქვილს – „ეშმაკის მანქანას” ეძახდნენ.
* * *
4. როდესაც ვეშაპი შადრევანს ზედიზედ ამოასხამს, უნდა ვიცოდეთ, რომ იგი მაშინ საფრთხეს არ ელის. დედამიწის ამ უზარმაზარ ბინადარს მხედველობა არ უვარგა, სამაგიეროდ, განსაკუთრებულად აქვს განვითარებული სმენის ორგანოები.
* * *
5. იყო დრო, როდესაც ბერინგის ზღვაში განთავსებული კომანდორის კუნძულის მაცხოვრებლები – კარაქს – ზღვის ძროხის რძისაგან ამზადებდნენ. სამწუხაროდ, ძღვის ძროხები ადამიანთა უშუალო ჩარევის შედეგად გადაშენდნენ ჩვენი პლანეტიდან. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. რიგი წყალმცენარეებისაგან მზადდება არა მხოლოდ ცხოველთა საკვები და სასუქი, არამედ ისეთი სამედიცინო საშუალება, როგორიც არის – იოდი.
* * *
7. ინდოეთის ოდესღაც ყოფილ დედაქალაქ – აგრას, რომელიც მოსახლეობისაგან უწყლობის გამოისობით დაიცალა, – „ინდოეთის მიტოვებულ დედაქალაქს” უწოდებენ.
* * *
8. „წიგნი დაბადებისა”-ს თანახმად (ძველი აღთქმისა და მთლიანი ბიბლიის პირველი კანონიკური წიგნი), ქათამი უფრო ადრე გაჩნდა ქვეყანაზე, ვიდრე კვერცხი.
* * *
9. ზოოლოგთა მტკიცებით, კატა თავისი სიცოცხლის დაახლოებით 70%-ს ძილში ატარებს.
* * *
10. ცხენი ადამიანმა ჯერ კიდევ 5 000-ზე მეტი წლინათ მოაშინაურა. – (ავტორი გენია.ჯი)