ადოლფ ჰიტლერი – „ეპიზოდი”
ავსტრიული წარმომავლობის მქონე მესამე გერმანული რაიხის პირსისხლიან დიქტატორს – ადოლფ ჰიტლერს, როგორც ჭეშმარიტ ავსტრიელს, მუსიკის სიყვარული გენებში ჰქონდა გადგმული. (ავტორი გენია.ჯი) მას შეეძლო, თავისი კუმირი გერმანელი კომპოზიტორის – რიხარდ ვაგნერის ნაწარმოებებისათვის საათობის განმავლობაში დაეგდო ყური. გენიალური კომპოზიტორის საყოველთაოდ ცნობილი ოპერა – „ტრისტანი და იზოლდა” ფიურერზე ძლიერი ალკოჰოლის მიღების მსგავსად ზემოქმედებდა. ვაგნერის მომდევნო ოპერას – „ნიურნბერგელი მეისტერზინგერებს” ჰიტლერი 1945 წლის მთელი აპრილის თვეში უსმენდა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემოქმედმა მიზანთროპმა ზეპირად იცოდა ოპერა „ლოენგრინის” ლიბრეტო. ცნობისათვის, ეს მუსიკალური ნაწარმოები სრული ოთხი საათის განმავლობაში გრძელდება.
სწორედ რომ მუსიკის მიმართ უდიდესი სიყვარული გახდა მიზეზი იმისა, რის გამოც მან მთვარობისაგან მოითხოვა, რამოდენიმე „უნტერუმცირესობის რასის” წარმომადგენელი ოფიციალურად ეცნოთ სუფთა სისხლის არიელად. ასე იქცნენ ფიურერის ნებით გენიალური უნგრელი კომპოზიტორი – ფერენც ლისტი და პოლონელი კომპოზიტორი – ფრედერიკ შოპენი – „გერმანელებად”. – (ავტორი გენია.ჯი)