ალექსანდრე სკრიაბინი – „ეპიზოდი”

ფრიად პატივმოყვარე ბუნებით ცნობილ რუს კომპოზიტორს – ალექსანდრე სკრიაბინს (1872-1915 წლები) მეტად არასახარბიელო ურთიერთობა აკავშირებდა ისეთ გენიალურ თანამემამულე კომპოზიტორთან, როგორიც გახლდათ – სერგეი რახმანინოვი. (ავტორი გენია.ჯი) რახმანინოვი ხშირად ეცნობოდა კოლეგა-კონკურენტის მუსიკალურ ქმნილებებს და მუდმივად უარყოფით შეფასებას აძლევდა მათ. 1901 წელს კი, სკრიაბინის მომდევნო მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის შემდეგ, როგორღაც მოწონებია იგი და ასეთი რამაც უთქვამს – „აი, ვფიქრობდი, რომ სკრიაბინი ღორი იყო – ხოლო აღმოჩნდა, რომ იგი – კომპოზიტორი ყოფილაო!”

რახმანინოვისაგან განსხვავებით, ალექსანდრე სრულ იგნორირებას უწევდა კოლეგის შემოქმედებას. იგი შეგნებულად არასოდეს უსმენდა მის მუსიკას და არც იცნობდა სერგეის მუსიკალური ქმნილებების უმეტეს ნაწილს. ერთხელ, როდესაც სკრიაბინს შემთხვევით მოუხდა რახმანინოვის მუსიკის მოსმენა, იგი უკიდურესად აღელვებულა. „ – მუსიკა განკუთვნილი თვითმკვლელებისთვისო”. – აი, ასეთი მოკლე შეფასება მიუცია მაშინ მას რახმანინოვის მთელი შემოქმედებისათვის. – (ავტორი გენია.ჯი)

სერგეი რახმანინოვი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>