ბელა ლუგოში – „ეპიზოდი”

უნგრული წარმომავლობის მქონე ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა – ბელა ფერენც დეჟო ლუგოშმა (1882-1957 წლები), სახელი განსაკუთრებით იმით გაითქვა, რომ „დრაკულას” როლი ითამაშა ბრემ სტოკერის რომანის მიხედვით გადაღებულ ამავე სახელწოდების მხატვრულ ფილმში. (ავტორი გენია.ჯი) გარდა კინოფილმისა, ლუგოშმა ვამპირი დრაკულა ბროდვეიზე გამართულ არაერთ წარმოდგენაშიც განასახიერა. როგორც შემდგომში გაირკვა, მსახიობს დროთა განმავლობაში ძალიან შეყვარებია დრაკულას პერსონაჟი. ეს მის ანდერძშიც კარგად ჩანს: გულის შეტევის შედეგად გარდაცვლილი კინოხელოვანის უკანასკნელი სურვილი გახლდათ, გრაფი-დრაკულას გრიმითა და ტრანსილვანიელი ვამპირის სასცენო კოსტუმით დაეკრძალათ. იგი ასეც დაკრძალეს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>