ენვერ ხოჯა – „ეპიზოდი”
ქვეყნის ათწლეულობით იზოლაციაში მომქცევი ალბანეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკის დიქტატორი მმართველის - ენვერ ჰალილ ხოჯას მმართველობის წლებში (1946-1985 წლები), ბალკანეთის ნახევარკუნძულზე არსებული ქვეყნის ტელევიზიაში გარდა სამამულო წარმოების მხატვრული ფილმებისა და გადაცემებისა, კატეგორიულად იკრძალებოდა სხვა, უცხო ქვეყნის ფილმებისა და გადაცემების ჩვენება. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა-კი, ამ შემთხვევაში დაშვებული იყო ერთადერთი გამონაკლისი. იზოლაციის შედეგად უკიდურესად ჩამორჩენილი ქვეყნის დესპოტ ხელმძღვანელს განსაკუთრებით იტაცებდა სახელგანთქმული ინგლისელი მსახიობი-კომიკოსის – სერ ნორმან ჯოზეფ უიზდომის მონაწილებით გადაღებული კინოფილმები. ცნობისათვის, ეს ის ნორმანია, რომელმაც კინომოყვარულებს თავი „მისტერ პიტკინის” როლის შესრულებით დაამახსოვრა და შეაყვარა. ამიტომაც აჩვენებდა ალბანური ტელევიზია ესოდენ ხშირად თავის ეთერში ენვერ ხოჯას საყვარელი მსახიობის მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს. ამის ოფიციალური უფლება ხომ ალბანურ ტელევიზიას თვით ხოჯასაგან ჰქონდა მიღებული. ის კი არა და, დიქტატორმა ბრიტანელ მსახიობს ალბანეთის – „ეროვნული გმირი”-ს მეტად საპატიო სტატუსიც კი მიანიჭა და ქვეყანაში უმაღლესი რანგით მიწვეულს – ნამდვილი სამეფო დახვედრა მოუწყო. – (ავტორი გენია.ჯი)
ნორმან ჯოზეფ უიზდომი