„მე – ბობი ფიშერი!”
„მე მქვია რობერტ ჯეიმს ფიშერი, პიჟონები და მეგობრები „ბობისაც” მეძახიან. მე პროფესიონალი გახლავართ; ვთამაშობ ჭადრაკს. ეს სერიოზული საქმეა. სხვა რამის კეთების უნარი არა მაქვს, მაგრამ რისი უნარიც გამაჩნია, იმას კეთილსინდისიერად ვასრულებ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მშობლების გარეშე გაზრდილი ბავშვები მგლებად იზრდებიან”.
* * *
„ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ბევრი მიწვალია და მინდა რაღაცას წარმოვადგენდე”.
* * *
„მხოლოდ უწიგნურებს არ გაუგონიათ არასოდეს ჩემი სახელი”.
* * *
„არასოდეს ვყოფილვარ ურცხვი და ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე მხოლოდ ერთი რამ არ მბეზრდება – როდესაც ბანკში ანგარიში მეზრდება”.
* * *
„ფული მიყვარს”.
* * *
„როცა საჭადრაკო პარტიას ვაგებ, თავი მეფე მგონია, რომელიც ღარიბ-ღატაკებს მოწყალებას ურიგებს”.
* * *
„მე მხოლოდ ადამიანი ვარ, მაგრამ გამორჩეული ადამიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე თევზის თვეში დავიბადე.
დიდი თევზი პატარას ჭამს.
მე – დიდზე დიდი თევზი არ”.
P.S. ამონარიდები ამოღებულია რობერტ ფიშერის მიერ იუგისლავური გაზეთის – „სპორტი”-ს ჟურნალისტისთვის მიცემული ერთ-ერთი ინტერვიუდან. – (ავტორი გენია.ჯი)