ჩუქჩები – „ეპიზოდი”
ჩუკოტკის ნახევარკუნძულის მკვიდრ მოსახლეს – ჩუქჩას, მათ სალაპარაკო – ჩუკოტკურ ენაზე ყველაფერი შეიძლება უწოდო, აკადრო, შეადარო იგი საზიზღარ სისხლისმსმელ მხეცს, ნაგავს… მათ ისეთი შეურაცხყოფის მიყენებაც კი შეუძლიათ ერთმანეთისთვის, რისთვისაც სხვა ქვეყანაში თავის დროზე დუელში იწვევდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ამ დროს კი ისინი მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი დავით, უკიდურეს შემთხვევაში, ხელჩართული ჩხუბით კმაყოფილდებიან. მუშტი-კრივში მოქიშპეები არასოდეს არ იყენებენ ურთიერთსაწინააღმდეგოდ რაიმე სახის – იარაღს. შედეგად, ჩუქჩების დაპირისპირების უდიდესი ნაწილი ფატალური შედეგების დადგომის გარეშე სრულდება. მაგრამ სულ სხვა საქმეა, თუ ჩუქჩას აკადრეს, რომ ის არის – „ცუდი ადამიანი”. ამაზე უბილწესი და შეურაცხმყოფელი მიმართვა ამ ხალხში არ არსებობს. სწორედ ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც საქმეში ერთვება პირბასრი დანები და იღვრება სისხლი.
P.S. ისე, აბა დაფიქრდი, მართლაც ყველაზე სალანძღავი სიტყვა არ არის, ცუდი ადამიანი ხარო, რომ გეუბნებიან? – (ავტორი გენია.ჯი)