ჯონ როკფელერი – „ეპიზოდი”

კაცობრიობის ისტორიაში პირველ ოფიციალურ მილიარდერად აღიარებულ დიდ ამერიკელ ბიზნესმენსა და მეწარმეს- ჯონ დევისონ როკფელერს (1839-1937 წლები), მიუხედავად დიდი (24 წლიანი) ასაკობრივი სხვაობისა, ახლო მეგობრობა აკავშირებდა ამერიკული მულტინაციონალური კორპორაციის „ფორდი”-ს სახელგანთქმულ დამაარსებელთან – ჰენრი ფორდთან. (ავტორი გენია.ჯი) სიკვდილის წინ როკფელერმა თუ ვინმესთან ისურვა ტელეფონზე გასაუბრება, სწორედ რომ მისი ერთგული მეგობარი – ჰენრი ფორდი იყო. მეგობრებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს მომაკვდავი როკფელერი იცინოდა და ხუმრობდა კიდეც. იგი ჰენრისთან საუბარმა ძალიან გაახალისა. და ბოლოს, როდესაც მათ შორის უკანასკნელი საუბარი უნდა დასრულებულიყო, იმიერში მიმავალი როკფელერი ფორდს შემდეგი სიტყვით გამოემშვიდობა სამარადჟამოდ: „ – სამოთხეში შეხვედრამდე, მეგობარო!” – (ავტორი გენია.ჯი)

ჰენრი ფორდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>