ოტია იოსელიანი – „ესაა, ალბათ, სრულფასოვანი დამონების რთული მეცნიერება”
„დამპყრობელი რომ სულელი იყოს და თავისი საქმე კარგად არ იცოდეს, ვერც ქვეყნების დარბევასა და დამონებას შესძლებდა. მან უკეთ იცის, რას აკეთებეს და კაპიკის გამო მანეთს არ დაჰკარგავს. მით უმეტეს, ორმოს თუ გაათხრევინებს – ნერგს დარგავს; ქვას და აგურს თუ გადააზიდვინებს – ააშენებს; თუ დააბარვინებს – დათესავს; მაგრამ, ეტყობა, დატყვევება და დაპატიმრება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ძლეულის საბოლოოდ, სულიერად დათრგუნვას და დაპყრობილის ნებისად მართვას. მისი მორჩილება თვალთმაქცურია და, ამდენად, მასზე ბატონობაც მოჩვენებითი.
სულით უნდა დაიმონო და მერე ტყვეს მწყემსვაც არ უნდა, შენს ხელშია, ვერსად წავა. ეს კი თოფითა და ზარბაზნით არ ხერხდება. არც როზგითა და მათრახით. რამდენად გაუჭირვებ, იმდენად აიმხედრებ. სულის მოკვლა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ შეუძლებელი უნდა შეძლო და სულიერად გატეხო თუ გამოაშორო, გამოფიტო… სული უნდა ამოართვა, შინაგანად დაცალო და იმდენად გააპირუტყვო, ჯაჭვი რომ ახსნა და გაუშვა, პატრონი არ გაახსენდეს და თავისი სახლი არ მოიძიოს. მწყემსვა არ უნდა დასჭირდეს, მჭლე ღორივით სამშობლოდ ის უნდა ექცეს, სადაც სალაფავს კი არა, ნეხვს იშოვის.
ესაა, ალბათ, სრულფასოვანი დამონების რთული მეცნიერება”. – (ავტორი გებნია.ჯი)