კრისტიან X გლუქსბურგი – „ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინა პერიოდში, დანიის სამეფოს სახელოვანმა მეფემ – კრისტიან X გლუქსბურგმა (1870-1947 წლები), თავის დაბადების დღეზე, ნაცისტური გერმანიის მიზანთროპი მბრძანებლისაგან – ადოლფ ჰიტლერისაგან, დაბადების დღისადმი მიძღვნილი ხოტბით აღსავსე მისალოცი წერილი მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) ჰიტლერის მიერ დანიელი მონარქის „ქებათა-ქება” მისივე პოლიტიკური მიზნებით იყო ნაკარნახევი და არა კრისტიანის სიყვარულით. თანაც, ადოლფმა ისიც კარგად უწყოდა, რომ სკანდინავიელ მონარქს ნაციზმი გულზე არ ეხატებოდა. საპასუხოდ, კრისტიან X გლუქსბურგმა ჰიტლერთან ერთობ მოკლე სამადლობელი წერილი გაგზავნა: „გმადლობთ. მეფე კრისტიანი”.
პატივმოყვარე ჰიტლერზე ძალიან დიდი გავლენა იქონია დანიის მეფის მრავლისმეტყველმა მოკლე პასუხმა. იგი იმდენად განარისხა თავისი ქვეყნის პატრიოტი მეფის მიერ მის მიმართ გამოხატულმა აშკარა უპატივცემულობამ, რომ დანიის სამეფოდან ოფიციალურად იქნა გაწვეული გერმანიის ელჩი. მოგვიანებით კი ჰიტლერმა, სულაც დაიპყრო კრისტიანის სამშობლო. – (ავტორი გენია.ჯი)