ლინდონ ჯონსონი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 36-ე პრეზიდენტი – ლინდონ ბეინს ჯონსონი, 1908 წლის 27 აგვისტოს მოევლინა ქვეყნიერებას ტეხასის შტატში. (ავტორი გენია.ჯი) ახალშობილის მშობლები – სემიუელ ელი ჯონსონი და რებეკა ბეინსი ერთმანეთში ვერაფრით ვერ შეთანხმდნენ, რა მიეცათ სახელად თავიანთი ყრმისთვის. აღნიშნული საკითხის გამო წამოჭრილი დავა ცოლ-ქმარს შორის სამ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამ პერიოდში ჯერ კიდევ ოფიციალური სახელის არ მქონე პატარას დედ-მამა უბრალოდ, „ბავშად” მოიხსენიებდა.
ბოლოს და ბოლოს, გამოსავალი შექმნილ სიტუაციას რებეკას ერთმა უწყინარმა საქციელმა დაუსვა. ერთ მშვენიერ დილას მან ქმარს განუცხადა, რომ მანამ არ მოამზადებდა სადილს სახლში, სანამ ერთმანეთში თანხმობას არ იპოვიდნენ და თავიანთ შვილს სახელს არ შეურჩევდნენ. სწორედ ამის შემდგომ დაარქვა ჯონსონების წყვილმა ვაჟს სახელად – ლინდონ ბეინსი. სახელი იმ პერიოდის ცნობილი ამერიკელი ადვოკატისა. – (ავტორი გენია.ჯი)