„უკვდავები”

აქემენიანთა ძლევამოსილ იმპერიაში, ანუ დიდ სპარსულ იმპერიაში, ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში პირველად გამოჩნდა „უკვდავებად” წოდებული უნივერსალური მებრძოლებისაგან დაკომპლექტებული ელიტური სამხედრო ქვედანაყოფი (ასე რომ ვთქვათ – „სპეცრაზმი”). მათ შესახებ ბევრი საინტერესო ცნობა დაგვიტოვა „ისტორიის მამად” წოდებულმა დიდმა ძველ ბერძენმა ისტორიკოსმა – ჰეროდოტემ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ქვედანაყოფის წევრთა საერთო რაოდენობა ყოველთვის 10 000 მებრძოლს შეადგენდა. იმ შემთხვევაში, თუ, რომელიმე მათგანი დაიღუპებოდა, მის ადგილს უმალვე სხვა მებრძოლი იკავებდა. ამისათვის სპარსეთში „უკვდავთა” რიგებში ჩარიცხვის მსურველთა სპეციალური სიებიც კი არსებობდა. შედეგად, „უკვდავთა” რაოდენობა მუდმივად – 10 000 იყო. ერთ-ერთ საყურადღებო ისტორიულ ჰიპოთეზას თუ ვერწმუნებით, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რის გამოც ეწოდაც კიდეც მათ – „უკვდავები”.

„უკვდავების” რიგებში მხოლოდ ირანული წარმომავლობის მქონე ორი ხალხის – მიდიელებისა და სპარსების შვილებს იღებდნენ. თუმცა იყო ერთი გამონაკლისიც და ეს გამონაკლისი გახლდათ – ელამელები. სპარსული წარმომავლობის მქონე კიდევ ერთი ხალხი. იმ ათი ათას „უკვდავში” მთავარ ძალას მაინც 1 000 საუკეთესოთა შორის საუკეთესო მებრძოლით დაკომპლექტებული „მეფის პირადი გვარდია” წარმოადგენდა, რომელიც თავის მხრივ, მხოლოდ და მხოლოდ სპარსი მებრძოლებისგან შედგებოდა. ისინი საჭიროების შემთხვევაში იბრძოდნენ როგორც კავალერიის, ასევე მძიმედ შეჯავშნული ფეხოსნების რანგშიაც.

„უკვდავებს” ბავშვობიდანვე ამზადებდნენ სპარსი სპეციალისტები. ისინი იყვნენ პროფესიონალი მეომრები, რომლების მშვილდის სროლაში პატარაობიდანვე ხელოვნდებოდნენ. კანდიდატებს 5 წლის ასაკიდან ზრდიდნენ და სწავლა 20 წლის ასაკში სრულდებოდა. ამის შედმოგ მათ იძახებდნენ კიდეხ საქვეყნო სამსახურში. გარდა სამხედრო აღზრდისა და სწავლებისა, მომავალ „უკვდავებს” რელიგიურ განათლებასაც აძლევდნენ. მათი ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი შუბის წვერზე გამოსახული „ოქროს ვაშლი” გახლდათ.

„უკვდავებმა” მონაწილეობა მიიღეს ბაბილონისა და ინდოეთის წინააღმდეგ წარმოებულ ომებში. დიდი წვლილი დაიდეს ეგვიპტის დაპყრობაში. იომეს სპარტასა და ელადაში. (ავტორი გენია.ჯი) ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ისინი ყველგან იყვნენ, სადაც მათ მბრძანებელსა და ქვეყანას სჭირდებოდა.

დიდმა სამხედრო ხელოვნებამ „უკვდავებს” არა მხოლოდ დიდი სახელი შესძინა, არამედ დიდი გავლენა და ქონებაც მოახვეჭინა. სახელმწიფო სათანადოდ უფასებდა ამაგს თავის სახელოვან შვილებს. მათ დიდი გასამრჯელოს გარდა ეძლეოდათ დიდი მამულები, მრავალრიცხოვანი მონები, ძვირფასი საჩუქრები… და ასე შემდეგ.

დროთა განმავლობაში, „უკვდავებმა” იმდენად დიდი ავტორიტეტი და გავლენა მოიპოვეს, რომ ლაშქრობაში მიმავალთ ქარავნებიც კი მიაცილებდნენ. ქარავნები დატვირთული იყო სპარსული არმიის ელიტარული მეომრების მეუღლეებით, ხასებით, დელიკატესებით და ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ, ყველა ამ ქვეყნიური სიამ-ტკბილობით. ბრძოლებში ადრინდელი პერიოდებისაგან განსხვავებით, დაიწყეს ძვირფასი თვლებით მოჭედილი ქიტონებითა და მოოქროვილი სამხედრო აღჭურვილობით ბრძოლა.

შედეგმაც არ დააყოვნა. ისინი ბერძნებთან დამარცხდნენ. ზოგადად რომ ვთქვათ, ერთადერთხელ დამარცხდნენ დიდ ომში მათი არსებობის განმავლობაში. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ უცილობლად, რომ სწორედ „უკვდავები” იყვნენ ის ერთადერთი მეომრები სპარსული არმიისა, რომლებსაც ზურგი არასოდეს უჩვენებიათ და არასოდეს არ გაქცევიან ძლევამოსილ სპარტელებსა და მამულის დამცველ ბერძნებს ბრძოლის ველიდან. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>