„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„უგულოდ დაქუხებულ ზარბაზანს რწმენით გასროლილი ქვა სჯობია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედი რომ გაგწირავს, ყოველნაირად გაგწირავს”.
* * *
„ადამიანი ანგარების შვილია და იმდენად თავკერძა, რომ ყოველნაირ მშვენიერებას იმეტებს, თავს მსხვერპლადაც კი სწირავს გამორჩენის წადილს და პატივმოყვარეობას”.
* * *
„თურმე, ერთს რომ აღმერთებდე, მეორე უნდა გძულდეს. ყველა და ყველაფერი თუ გიყვარს, არავის სიყვარული არ შეგძლებია. თუ გამორჩეული მეგობარი არა გყავს, მეგობრობა არ ძალგიძს. თუ ქალი მზედ არ მოგაჩნია, თვით მზეც არ მზეობს…”
* * *
„მართალია, ნაკლებს მეტი სჯობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიცოცხლეს მომჭირნედ უნდა ხარჯვა”.
* * *
„რა ხანია კაცობრიობამ დაივიწყა ტოლფარდობისა და ტოლფერდობის, ერთნაირი იარაღისა და მკლავის ძალის ვაჟკაცური რომანტიკა”.
* * *
„ომში მთელი შუბლი უფრო უკვირთ, ვინემ გახვრეტილი”.
* * *
„რამდენად ცოტას დაკარგავ, იმდენად დიდია გამარჯვება”.
* * *
„ჰო, ადამიანი ერთხელ კვდება”. – (ავტორი გენია.ჯი)