ვლადიმერ მაიაკოვსკი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთ უმშვენიერეს იმერულ ქალაქ ბაღდათში ქვეყნიერებას მოვლენილი სახელოვანი რუსი პოეტი – ვლადიმერ მაიაკოვსკი (1893-1930 წლები), ნებისმიერი სახის ჭორის მიმართ ყოველთვის გამოხატავდა თავის განსაკუთრებულად უარყოფით დამოკიდებულებას. (ავტორი გენია.ჯი) ის რომ, ამ ექსცენტრიულ ლიტერატორს ჭორები საშინლად სძულდა, თვითმკვლელობის ჩადენამდე სულ რამოდენიმე წუთის წინ დაწერილ უკანასკნელ წერილშიც კარგად ჩანს. აღნიშნული წერილი შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: „იმაში, რომ მე ვკვდები, არავინ არ დაადანაშაულოთ, და, გთხოვთ, არ იჭორაოთ, გარდაცვლილს საშინლად სძულდა ჭორები”. – (ავტორი გენია.ჯი)