„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„თვითეულ ჩვენგანში არის ერთი ბნელი, ყველა დაკვირვებისათვის მიუწვდომელი, საშინელი მხარე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიყვარული არასოდეს არ არის ისეთი ძლიერი, ნაზი და სათუთი, როგორც მაშინ, ვიდრე არ გაგიმჟღავნებია და არ გაგიზიარებისა სხვისთვის”.
* * *
„ვინ იცის, ადამიანისთვის როგორი ცხოვრებაა უფრო ჭეშმარიტი და აუცილებელი?”
* * *
„რას იზამ, ათაბაბადან რაც კაცისთვის დაშვებულია, ის ქალისთვის მიუწვდომელია”.
* * *
„ყველაფერს ეჩვევა კაცი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დედები არასოდეს იჯერებენ უგზოუკვლოდ დაკარგული შვილების სიკვდილს”.
* * *
„მეგობრების გამოცვლა არ არის კარგი”.
* * *
„გიყვარდეთ, ბატონო ბავშვები…”
* * *
„სამწუხაროდ ასეა, ახალგაზრდობას მუდამ თავის თავის იმედი აქვს და იშვიათად მიმართავს ღმერთს!”
* * *
„ცხოვრებისეულ დაბრკოლებებთან ბრძოლა და გამარჯვებაა ადამიანის უმაღლესი მიზანი და ნეტარება, მისი არსებობის გამართლება, სიცოცხლის არსი და დანიშნულება”. – (ავტორი გენია.ჯი)