„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ზოგიერთი კაცის არც ტირილი დაიჯერება და არც სიცილი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რამდენი რამის ატანა შესძლებია ადამიანს!..”
* * *
„ხშირად, მიღწეულით ტკბობა გვინელებს მეტის გაკეთების უნარს ადამიანებს…”
* * *
„ქალის გული ანდამატივით მგრძნობიარეა”.
* * *
„ყოველი საქმე კარგია, თუ მას შეიყვარებ, თუ მთელი გულით მოეკიდები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კეთილი გული ისაა, რომელიც არავითარ უკეთურებას არ ურიგდება…”.
* * *
„კაცი ის არის, ვისაც პირადი მწუხარება კი არ აუძლურებს, პირიქით, ძალ-ღონეს უორკეცებს, რომ თავისი წილი ტვირთი მწვერვალზე აიტანოს…”
* * *
„იცოდეთ: არაფრის მოცემა არ შეუძლია დარდს”.
* * *
„ნათქვამია – ლხინში ნაბიჯით წადი, ჭირში კი – სირბილითაო”.
* * *
„სიყვარული დიდი ძალაა, ოღონდ მას გამოყენება უნდა. თუ მხოლოდ შენს გულს აქცევ უძირო მორევად და შიგ იცურავებ, არაფერი გამოვა. ვინც გიყვარს, იმის გულს უნდა დაუახლოვდე, იქ უნდა იპოვო ადგილი”. – (ავტორი გენია.ჯი)