Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„თქვენ არ იცით, რა ძნელია მოხუცის ობლობა! ტყუილია, გული ქვავდებაო, რომ ამბობენ, არა, ბავშვივით მგრძნობიარე ხდება… იცის, კარგად იცის, რომ ამ ქვეყანას უნდა გაშორდეს, ამას თითქოს კიდეც ურიგდება, მაგრამ ვაი იმას, ვისაც არ მიჰყვება რწმენა, რომ ქვეყანასთან კავშირი მთლიანად არ გაუწყვეტია, რომ თავისიანებში რჩება ის უჩინარი, მზის ნათელივით მოელვარე სიმი, რომელიც თაობიდან თაობაში გადავა… რაც გინდა უწოდო ამას, გინდ ხსოვნა, გინდ ამაგი, სულ ერთია, ოღონდ თვალს რომ დახუჭავ, შენი სისხლ-ხორცის სახე უკანასკნელად უნდა აღიბეჭდოს შიგ”.