„დამაკვირდი”
„უვნებელი სულელები არ არსებობენ”. – ჟორჟ სიმენონი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგჯერ რა ცოტა ჰყოფნის ხოლმე ადამის შვილს!..” – თედო სახოკია
* * *
„არაფერი არ არის იმაზე საშინელი, როცა მოხუცებულობისას ცხვირს ჰყოფ ახალგაზრდობის წლებში”. – გი დე მოპასანი
* * *
„ფულიც ქალივით არის: რაც ნაკლებ ყურადღებას აქცევ, მით მეტად უყვარხარ”. – ვალენტინ რასპუტინი
* * *
„ზოგიერთ გაზეთს რომ უყუროთ, რწყილს აქლემი უნდა აშობინონ”. – თედო სახოკია – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ფულს რატომღაც ყველა მალავს – თაგვის სოროებში, ძველი პიჯაკის ჯიბეებსა და ჩემოდნების ფსკერზე ჩურთავენ. ყველა ერთნაირად ფიქრობს, ფულს სინათლის ეშინიაო”. – ვალენტინ რასპუტინი
* * *
„სამწუხაროდ, თუ სხვამ არ მოგვაგონა, ისე ძალიან მალე გვავიწყდება მოვალეობა”. – თედო სახოკია
* * *
„ყველა ცოცხალი არსებიდან მხოლოდ ადამიანს აქვს მოთხოვნილება თავისი მსხვერპლი მადის აღმძვრელად მორთოს”. – ჟორჟ სიმენონი
* * *
„მირჩევნია აფერი მებადოს: არც სახლი, არც კარი, არც მამული, ოღონდ აფერი მტკიოდეს. ყოლიფერს იშოვის, ისესხებს, იყიდის კაცი, ჯანის სიმთელეს კი ვერა”. – (ერთი გურული გლეხი)
* * *
„გაჭირვება რას არ შეაძლებინებს ადამიანს”. – გრიგოლ ჩიქოვანი – (ავტორი გენია.ჯი)