„დამაკვირდი”
1. „ბევრ ცოლშვილიან კაცს უთქვამს ჩემთვის (შემდეგში კი მე თვითონაც გამოვცადე), რომ ყველაზე უსაყვარლეს ქალსაც კი როცა ცოლად წაყოლას შესთავაზებ, იმ წამსვე გიპყრობს წუთიერი სინანულის გრძნობა დაკარგული თავისუფლების გამოო”. – ალექსანდრე კუპრინი
* * *
2. „ზოგიერთს თვითონ არაფერი გაეგება და სხვის საქმეში ეჩრება…” – სოლომონ თავაძე
* * *
3. „თურმე, უსაზღვროებასაც კი შეუძლია საზღვარი დაიდოს და თვით უკიდეგანობა – უსაშველობამ მოითხოვოს კიდეგანი და საშველ-სახსნელი. სიყვარულმა სიძულვილი შვას, ერთგულებამ – ღალატი”. – ოტია იოსელიანი
* * *
4. „ – ეჰ, ცხოვრობ, ცხოვრობ და კაცმა არ იცის, რა უბედურება დაგატყდება თავს”. – ვალენტინ რასპუტინი
* * *
5. „არიან ისეთი პატივმოყვარე ადამიანებიც, რომელთაც სხვისი წარმატება თავიანთი მარცხი ჰგონიათ. სწორედ აქედან მოდის შური”. – სოლომონ თავაძე
* * *
6. „მშიერი კაცი, ბუნებრივია, გაძღომას მოინდომებს”. – ოტია იოსელიანი
* * *
7. „ჭრელია ხალხი”. – ვალენტინ რასპუტინი
* * *
8. „ადამიანი წარსულს კი არ უნდა მისტიროდეს, წინ უნდა იხედებოდეს”. – სოლომონ თავაძე
* * *
9. „ადამიანის წარმატება მის ფერხქვეშ იმალება”. – ქანბუ
* * *
10. „ზოგჯერ ადამიანს უწევს იძულებითი მცდარი ნაბიჯის გადადგმა”. – (ავტორი გენია.ჯი)