იოსებ გრიშაშვილი – „მიხმარე ფარად”

როს გაგირისხდეს ბედის ვარსკვლავი,

ყოველმხრივ რისხვა თავს დაგატეხოს,

და ქარტეხილმა საჯოჯოხეთომ

უკუნეთ-ბნელში შორს გადაგჩეხოს;

როს ბრბო უვიცი შეუბრალებლად

მახვილს გტყორცნიდეს, გტანჯავდეს მარად, -

გთხოვ, ნუ დამზოგავ! ყველგან, ყოველთვის,

ჩემო სამშობლოვ, მიხმარე ფარად!

კომენტარის დატოვება