ჯონ სტეინბეკი წერდა…

„რას არ შეეჩვევა ადამიანი: კვლას, დამარხვას, ჯალათობასაც კი. საწამებელი ძელი და მარწუხი, ერთი თუ შეეჩვიე, ჩვეულებრივი სამუშაო იარაღები გახდება”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საყოფი ფული არ არსებობს. ფული ორნაირად იზომება: სულ უფულობა ანდა არასოდეს არ გყოფნის”.

* * *

„არა მგონია, იყოს კაცი, ვისაც რჩევა-დარიგების მიცემა არ უყვარდეს”.

* * *

„ – მუდამ რაღაცნაირი დრო არის ხოლმე. უსათუოდ უნდა ემსახურო, ამასობაში კი შენი საკუთარი დრო გაგეპარება”.

* * *

„სიამაყე ადამიანის განუყრელი თვისებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საკადრისი არ იქნება ყველაფერი ნახოს ცნობისმოყვარე თვალმა”.

* * *

„რას არ შეეჩვევა ადამიანი, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება”.

* * *

„კოკა-კოლათი ზიარება ვის გაუგონია?!”

* * *

„თუ სულიერი სამყაროც იმავე კანონებს ემორჩილება, რასაც ნივთთა სამყარო, მაშინ ყველაფერი შედარებითი ყოფილა ამ შედარებითს წუთისოფელში – ზნეობაც, ყოფა-ქცევაცა და ცოდვა-მადლიც”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება