ცილინდრის ისტორიიდან…
1797 წლის 15 იანვრის დილას, ლონდონის ქუჩებში გამოჩნდა ერთი ინგლისელი მეწარმე, ვინმე – ჯონ ჰერინგტონი, რომელსაც თავზე ეხურა თავისივე დიზაინით შექმნილი მეტად უცნაური ფორმის მქონე აბრეშუმის ქუდი, რომელსაც დღეისათვის – „ცილინდრის” სახელწოდებით ვიცნობთ. (ავტორი გენია.ჯი) ჰერინგტონის საზოგადოებაში ცილინდრით გამოჩენამ გამაოგნებელი ფურორი მოახდინა იმ პერიოდის ლონდონში. მანამდე ასეთი გასაოცარი ფორმის მქონე ქუდი არავის არ ჰქონდა ნანახი, რამაც მოქალაქეები საშინლად დააფრთხო. თვითმხილველთა გადმოცემით, ქალბატონებში ცილინდრმა დიდი შეშფოთება გამოიწვია. ბავშვები შიშისაგან ყვიროდნენ, ძაღლები კი გამალებით ჰყეფდნენო, – ირწმუნებოდნენ ისინი.
რამდენიმე ხანში ჰერინგტონის ირგვლივ ცნობისმოყვარეთა დიდმა ბრბომ მოიყარა თავი. ხალხის მასა იმდენად დიდი და იმდენად თავხედური ცნობისმოყვარეობით გამოირჩა, რომ რამდენიმე მათგანმა სერიოზული ტრამვაც კი მიიღო. ჯონის ირგვლივ წარმოქმნილ არეულობაში ბრალი ცილინდრის ავტორს დასდო პოლიციამ და იგი ქალაქის ლორდ-მერთან წარადგინეს, როგორც – დამნაშავე. შედეგად, უცნაური და ინოვაციური ქუდის ავტორი ბრალდებული იქნა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და არეულობის მოწყობაში, რასაც თან დაერთო ადამიანთა სხეულის დაზიანებები.
ჯონ ჰერინგტონი დამნაშავედ სცნეს და მსჯავრის სახით – 500 ფუნტი-სტერლინგის გადახდა დააკისრეს.
აი, ასე უჩვეულოდ დაიწყო ცილინდრის არსებობის ისტორია მოდის ინდუსტრიაში. – (ავტორი გენია.ჯი)