„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„სიცოცხლე მარილში მოხალულ გოგრის თესლსა ჰგავს, რომელიც თუმცა გვარიანად მოგბეზრდა, მაგრამ მაინც ვერ შელევიხარ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჩვენი ცხოვრება ისეა აწყობილი, ჩემოდანი მუდამ შეკრული უნდა გქონდეს. ჩვენ ხომ ტრანზიტის მგზავრები ვართ. ამ ქვეყანაზე გავლითა ვართ – არარსობიდან არარსობამდე მიმავალნი”.

* * *

„მარტო სიტყვით კი არა, საქმითაც თავისუფლები უნდა ვიყოთ”.

* * *

„ნუ ინაღვლებ, ამ ქვეყანაზე არაფერი იკარგება”.

* * *

„ადამიანები კი არ იცვლებიან, მხედველობა ეცვლებათ ადამიანებს: საგნებს ხან წაღმა ხედავენ, ხან უკუღმა, ხან სულ ბრმავდებიან”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბედნიერი მხოლოდ ისაა, ვისაც თავის მოტყუების უნარი გააჩნია”.

* * *

„ცხოვრება თავისი გზით მიდის და მას ვერავინ შეაჩერებს”.

* * *

„ამ ქვეყანაზე ბევრი უცნაური რამ უღვინოთაც ხდება”.

* * *

„პირობამ კაცს ცოლი წაართვაო”.

* * *

„ცილისწამება იმისთანა რამაა, ბატონებო, რომ მტრის მიმართ თუ იხმარ, მოყვარესაც ვერ ააცილებ, ყველაფერი ერთმანეთში აირევა და ტყუილსა და მართალს ვეღარ გაარჩევ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება