ჯეიმზ ჯოისი – „ეპიზოდი”
1941 წლის 13 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გარდაიცვალა 59 წლის ასაკში მყოფი პირხმელი, ადრე დაბერებული, ცალთვალა ირლანდიელი ლიტერატორი - ჯეიმზ ჯოისი. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია, მან მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე ნებაყოფლობით ემიგრაციაში გაატარა და, როდესაც გარდაიცვალა, ემიგრაციაშივე ჰპოვა თავისი უკანასკნელი განსასვენებელი. იგი დაკრძალული იქნა ციურიხის სასაფლაოზე, რომელიც ძალზე ახლოს (გვერდიგვერდ) იყო განთავსებული ზოოლოგიურ ბაღთან. ასეთი ყოფილა ნება ფლორისა და ფაუნის მოყვარული ირლანდიელი მწერლისა. ამიტომაც შეუნიშნავს ჯეიმზის მუზად ქცეულ მეუღლეს – ნორა ბარნაკლს ერთხელ – „მას გაგიჟებით უყვარდა ლომები – და მეც მიყვარს ფიქრი იმაზე, რომ იქ განსვენებულს მათი ღრიალი ჩაესმის ხოლმეო”. – (ავტორი გენია.ჯი)