იოსებ ნონეშვილი – „შენ სიყმაწვილის გაზაფხულზე დამტოვე მარტოდ”

შენ სიყმაწვილის გაზაფხულზე დამტოვე მარტოდ,

გულს მიღონებდა მწუხარების უმანკო ცრემლი.

ასდევდა ჩემი შორი ფიქრი ლურჯი ცის ტატნობს

და ღრუბლებიდან დამყურებდა სიკვდილის ცელი.

* * *

ვიცოდი ფიქრით მოღალული და განათელი

და ღამით, როცა დამფარავდა სიზმრების კალთა,

ყმაწვილს ხსოვნაში როგორც დამრჩი, სახენათელი,

სანუგეშებლად მოდიოდი ჩემს სასთუმალთან.

* * *

წარვლიან წლები და სიბერე ცივი და მკაცრი

ჩამეჩრდილება ჟამთა სრბოლით მოღლილ თვალებში,

მაგრამ მე ისევ, როგორც მაშინ, უმწეო ყმაწვილს,

მომენატრება მშობლიური შენი ალერსი.

კომენტარის დატოვება