ცინ შიხუანდი – „ეპიზოდი”
პირველი ჩინური ცენტრალიზებული სახელმწიფოს ფუძემდებელი, ჩინეთის ლეგენდად ქცეული მმართველი – ცინ შიხუანდი (ძვ.წ.აღ-ით 259-210 წლები), სულ რაღაც ცამეტიოდე წლის ასაკში მოვიდა ხელისუფლებაში. (ავტორი გენია.ჯი) ამ ცივსისხლიანი იმპერატორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს – „უკვდავების ელექსირის” აღმოჩენა წარმოადგენდა. შედეგად, იგი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეძებდა მაგებს, ჯადოქრებსა და მკურნალებს. ძლევამოსილი ჩინელი მბრძანებლის მისწრაფების შესახებ თავიანთ აზრს ღიად აფიქსირებდნენ რიგი გაბედული კონფუციანელებისა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ წარმოუდგენელი რამ გახლდათ „უკვდავების ელექსირის” აღმოჩენა, რაც უკიდურესად აცოფებდა ცინ შიხუანდის. შედეგად, 460 კონფუციანელი დამარხეს ცოცხლად მისი ბრძანებით.
მიუხედავად უდიდესი მცდელობისა, „უკვდავების ელექსირის” მაძიებელმა იმპერატორმა, მაინც ვერ მიაღწია დასახულ მიზანს და იგი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების ჟამს შიხუანდი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობდა. დედაქალაქში ჩაღწევამდე იმპერატორს წინ კიდევ ორი თვის სავალი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, საიმპერატორო სასახლეში მას ცოცხლად მისვლა აღარ ეწერა. შიხუანდის უახლოესმა გარემოცვამ მისი გარდაცვალების ფაქტი დამალა და იმისათვის, რომ ეს ხალხს არ გაეგო, იგი დედაქალაქში ისე შეიყვანეს, თითქოს ცოცხალი იყო. საიმპერატორო კარეტიდან რომ საეჭვო სუნი არ ეგრძნო ხალხს და კითხვები არ გაჩენილიყო, შიხუანდის უზარმაზარი ამალის თავსა და ბოლოში აქოთებული თევზით სავსე ურიკები იყო ჩაყენებული.
სწორედ ასეთი უცნაური გზით შეიყვანეს (შეასვენეს) გაერთიანებული ჩინეთის პირველი იმპერატორი ქვეყნის დედაქალაქში. ჩინელი ისტორიკოსები დღემდე ირწმუნებიან, რომ დიად იმპერატორს დიადი იდეაც გააჩნდა – უკვდავებაო. – (ავტორი გენია.ჯი)