ფრიდრიხ ნიცშე – „ეპიზოდი”
თვითმყოფადი ფილოსოფიური სწავლების გერმანელმა ფუძემდებელმა - ფრიდრიხ ნიცშემ (1844-1900 წლები) ბონის სახელგანთქმულ უნივერსიტეტში 1862 წელს ჩააბარა, თუმცა სტუდენტურ ცხოვრებას იგი არ აღუფრთოვანებია. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით ნიცშე თავისი მასწავლებლის, ცნობილი გერმანელი ფილოლოგის – ფრიდრიხ რიჩლეს გზას დაადგა და ლაიპციგში, შემდგომ კი ბაზელში ამოჰყო თავი. მეცნიერებამ გერმანელ ფილოსოფოსში ინტერესი ვერ ჰპოვა, სამაგიეროდ, დიდად გააოცა თავისი გენიალური ნიჭით მრავალი მეცნიერი. სულ რაღაც ოცდაოთხიოდე წლის ასაკში ნიცშე ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა კლასიკურ ფილოლოგიაში. იმ პერიოდისათვის ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორობა მართლაც რომ უნიკალური მოვლენა გახლდათ ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში.
სამწუხაროდ, ჯანმრთელობა ნიცშეს ადრეულ ასაკშივე შეერყა. თავის საშინელი ტკივილებით, რასაც თან ერთვოდა უძილობა, იგი 18 წლის ასაკიდან იტანჯებოდა. შედეგმაც არ დააყოვნა. „36 წლის ასაკში მე დავეცი სიცოცხლისუნარიანობის ყველაზე დაბალ ზღვარზეო,” – წერდა იგი თავის დღიურში. ამიტომაც გავიდა 24 წლის ასაკში გაპროფესორებული ნიცშე 36 წლის ასაკში პენსიაზე. – (ავტორი გენია.ჯი)