ერიხ მარია რემარკი – „ეპიზოდი”
გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების მიერ მოძულებული დიდი გერმანელი მწერლის - ერიხ მარია რემარკის (1898-1970 წლები) პირველი რომანი გახლდათ – „სიზმრების სხვენი”, რომელმაც ეგრეთ წოდებული – „დაკარგული თაობის” წარმომადგენელ ლიტერატორს განსაკუთრებული იმედგაცრუება არგუნა. (ავტორი გენია.ჯი) მწერლის პირველმა რომანმა მკითხველში ინტერესი ვერ გამოიწვია, რამაც რემარკი ისეთ სასოწარკვეთილებამდეც კი მიიყვანა, რომ თვითმკვლელობის ჩადენა გადაწყვიტა. თავისი ვაჟის მდგომარეობა მხედველობიდან არ გამოპარვია ერიხის მამას – პეტერ ფრანც რემარკს, ვინაც მას ისეთი რჩევა მისცა, რომელსაც შემდგომ იგი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იმეორებდა ხშირად. „ – იმისათვის რომ გენიოსი არა ხარ, არ ღირს ფიქრი, შვილო, თვითმკვლელობაზეო”.- ასეთი იყო მამის რჩევა თავისი ვაჟისადმი.
შედეგად რემარკმა სუიციდის საშინელი აქტის ჩადენა კი გადაიფიქრა, თუმცა იმდენად რცხვენოდა თავისი პირველი რომანის წარუმატებლობისა, რომ წიგნის მთელი ტირაჟი შეიძინა პირადი სახსრებით და გაანადგურა.
P.S. ეს ისე, ცნობისთვის: საროსკიპოების ხშირი სტუმარი რემარკი სულით ხორცამდე ათეისტი იყო. ამის ფონზე კი საკვირველია, რომ იგი ანგელოზების გამოსახულებიან ღია ბარათებს აგროვებდა იმის იმედით, ისინი სიკვდილისაგან დამიცავენო. – (ავტორი გენია.ჯი)