ფილიპე IV – „ეპიზოდი”

გაერთიანებული ესპანეთის რიგით მე-4 მეფე ჰაბსბურგების დინასტიიდან – ფილიპე IV (1605-1665 წლები), ერთობ მაღალი, თუმცა კი მეტად მჭლე და ფერმკრთალი შესახედაობის მამაკაცი იყო. ეს „შუშისთვალება” მონარქი, რომელმაც სახელმწიფოს მართვა თავის ფავორიტებს დაუთმო, არასოდეს ტოვებდა მხიარული ადამიანის შთაბეჭდილებას. (ავტორი გენია.ჯი) შავი ტანისამოსი მის სილუეტს ნამდვილ ქანდაკებას ამსგავსებდაო, წერდნენ ფილიპეს თანამედროვეები. ჯანმრთელობის მხრივ ესპანეთის მეფეს ყველაზე მეტად მაინც კუჭი უქმნიდა პრობლემებს. იმისათვის რომ, აღნიშნული პრობლემა გადაჭრილიყო, მედიკოსებმა ზრდასრულ მეფეს ურჩიეს დღეში ოთხჯერ დაელია – რძე. აქ ალბათ საკვირველი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება: ფილიპეს რომელიმე სახის ცხოველური რძე კი არ უნდა მიერთვა ყოველდღიურად, არამედ – ქალის რძე. ისიც იძულებული იყო ექიმების რჩევას დაჰყოლოდა. ამიტომაც დაჰყვებოდა მის ამალას ყოველთვის მეძუძური ქალები. ირწმუნებიან, რომ ფილიპე ქალის რძეს „ბუნებრივი” გზით არ მიირთმევდა და ამისათვის იგი უფრო ცივილურ მეთოდს იყენებდაო. თუმცა ეს პროცესი გარე თვალისათვის ყოველთვის გასაიდუმლოებული რჩებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>