ჯეიმზ ჯოისი – „ეპიზოდი”
დიდ ირლანდიელ მწერალსა და პოეტს – ჯეიმზ ჯოისს (1882-1941 წლები) მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში სტანჯავდა სამი ფობია: მას პანიკურად ეშინოდა ძაღლების, ელვისა და წყლის. (ავტორი გენია.ჯი) ამ კინოფობ, კერაუნოფობსა და აქუაფობ ლიტერატორს ძაღლებისა და ელვის შიში დიდად არ ვნებდა. აი, წყლის შიში კი მისთვის ნამდვილად რომ აუტანელ გარემოებას წარმოადგენდა. ჯეიმზს არა მხოლოდ ზღვისა და მდინარეების ეშინოდა, არამედ ჩვეულებრივი, აბაზანის წყლისაც. შედეგად, ჯოისი ძალიან იშვიათად იბანდა, და თუ დაიბანდა, ისიც ერთობ უგერგილოდ. თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად, ახალგაზრდობის წლებში, კერძოდ კი კოლეჯში სწავლის პერიოდში მომავალი ირლანდიელი მწერალი მუდმივად იქავებდა თავსა და ტანს, რადგან დაუბანლობისაგან ტილები მის განუყრელ თანამგზავრებად ქცეულიყვნენ.
მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა გაეთვალისწინებინა საყოველთაოდ ცნობილი მაქსიმა: „როგორი დიდი პიროვნებაც არ უნდა იყო, არასოდეს არ უნდა დაივიწყო პირადი ჰიგიენის წესებიო”. – (ავტორი გენია.ჯი)