კონსტანტინე გამსახურდია – „ეპიზოდი”
„გონს უნდა მოვიყვანოთო კონსტანტინე გამსახურდია”, – ასე უბრძანებიათ ერთ-ერთ თავყრილობაზე მთავრობის გავლენიან წარმომადგენლებს. შედეგად, ყოველი მხრიდან დაიწყო შემოტევები ჩემს წინააღმდეგ. ამ საერთო შემოტევებმა შემაკრთო, და გადავწყვიტე დროებით გავცლოდი თბილისს. რამდენიმე ხანი თავი ჩემი მეუღლის – მირანდა ფალავანდიშვილის სოფელს შევაფარე. ასეთი გაცლით იმ საშინელი რეპრესიე3ბის პერიოდში ზოგიერთი გადარჩა. მაგრამ, ოდესღაც თბილისში მაინც ხომ უნდა დავბრუნებულიყავი და დავბრუნდი კიდეც.
თბილისში ყოფნისას შუაღამისას გამომიძახეს ცეკაში. ცნობილი იყო, რომ მაშინ იქიდან ადამიანები გვერდით მდებარე შენობაში გადაინაცვლებდნენ (ალბათ ხვდებით რატომაც). მირანდამ თბილად ჩამაცვა, არ ჰქონდა იმედი, რომ უკან დავბრუნდებოდი. ცოტა ლოდინის შემდეგ მიმიღო მაშინ „პირველმა კაცმა”. იგი თვალებში მომჩრებოდა და თითქოს მნუსხავდა. ბევრი ისეთი რაღაცეები გადმომილაგა, მეც რომ არ მახსოვდა, მაგრამ სხვადასხვა დროს მითქვამს ან ხმამაღლა, ან წყნარად. უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. რაღაცეები მენიშნა და ბევრის უარყოფა ვერ შევძელი. ამან კიდევ უფრო დაძაბა ჩემი მდგომარეობა, მერე ნაციონალისტიც მიწოდა. შევეცადე, ეს ბრალდება მაინც მომეხსნა, მაგრამ ჩემი თავის მართლება მაინც და მაინც ყურად არ იღო. ამ მძიმე განწყობილებაში, სიმწრისა და თბილად ჩაცმულობის გამო, უხვად მოდენილ ოფლს ცვირსახოცით ვიწმენდდი, დასველდა ცვირსახოცი. მერე მან მითხრა: „ჩვენ ვითვალისწინებთ შენს ტალანტს, უნარს, შესაძლებლობებს და ამჯერად გათავისუფლებთ, ოღონდ გავალებთ, შენს მოქმედებას დაუკვირდე სერიოზულად და ყველაფერი სწორად განსაჯოო”.
შინ გახარებული მოვბრუნდი, რაკი ამ უბედურებას გადავურჩი, ოჯახიც გახარებული შემომეგება. სახლში მისული მძიმედ დავეშვი სავარძელში და მირანდას ვუთხარი: თუ ქალი ხარ, ეს დამისველე-მეთქი და მივეცი ჩემი ოფლისაგან დასველებული ცვირსახოცი. მირანდამ გამომართვა იგი და მოულოდნელად, უცნაურად შეჰყვირა: ეს რა წაგიღია კონსტანტინეო? თურმე წასვლისას სიჩქარისა და დაბნეულობის გამო თამრიკოს საცვალი წამიღია და იმას ვისვამდი პირსა და შუბლზე მთელი ორი საათის განმავლობაში.
ახლა შესაძლოა ყველას გეცინებათ ამაზე, მაგრამ კი გრძნობთ, რა უბედურება და ჯოჯოხეთი გავიარეთ მაშინ”. – (ავტორი გენია.ჯი)